Friday, May 4, 2012
რა არის ტუბერკულოზი?
ტუბერკულოზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა მსოფლიოში. დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზით. ყოველწლიურად მსოფლიოში რეგისტრირდება 8.5 მილიონზე მეტი შემთხვევა, იღუპება 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი. ტუბერკულოზით იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავადებით. 1822 წელს გერმანელმა ბაქტერიოლოგმა რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი, რომლისთვისაც მან 1905 წელს ნობელის პრემია მიიღო. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა. არსებობს მისი სხვადასხვა სახეები: ფილტვის, ფილტვგარეშე, ხორხის, თვალის, ხერხემლის და სხვ. ამათგან გადამდებია ფილტვისა და ხორხის. ტუბერკულოზის გამომწვევია ტუბერკულოზის მიკრობაქტერია და ვრცელდება ბაქტერიის გამომყოფი, ფილტვის ან ხორხის ტუბერკულოზით დაავადებული პირის მიერ. როგორ ვრცელდება ტუბერკულოზი? ტუბერკულოზის გავრცელება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ბაქტერიაგამომყოფი ადამიანი ლაპარაკის, ცემინების, ხველის, სიმღერის დროს ჰაერში გამოყოფს მიკრობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს ანუ ინფექციურ ბირთვებს. ერთი დახველებით დაახლოებით 3 500 მიკრობაქტერია გამოიყოფა, ხოლო დაცემინებით კი - 1 მილიონი. თუ დაცვითი ძალები სუსტია, შესაძლებელია ბაქტერიებმა დაიწყონ გამრავლება და გამოიწვიონ დაავადების განვითარება. ტუბერკულოზით დაავადების განვითარებას ხელს უწყობს როგორც სოციალური, ისე სამედიცინო ფაქტორები, მაგ: მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ომები, სოციალური პირობების გაუარესებს, დაფინანსების შემცირება, არასრულფასოვანი კვება, ნარკომანია, ლოთობა, უმუშევრობა, პატიმრობა და სხვა. ტუბერკულოზის გავრცელებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს შიდსის ეპიდემია. მსოფლიოში შიდსით ინფიცირებულთა სიკვდილის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ რომ ტუბერკულოზია. 1 ტუბდაავადებული წელიწადში 10-15 ადამიანს აინფიცირებს, აქედან დაავადება უვითარდება დაახლოებით 10%-ს. რას ნიშნავს ინფიცირება და როგორ ავიცილოთ იგი? ინფიცირება - ინფექციით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ტუბერკულოზის ბაქტერიით) დაავადება. ინფიცირების ასაცილებლად საჭიროა: დაავადებულმა დაიცვას ხველის ჰიგიენა, ან გამოიყენოს ნიღაბი, კონტაქტში მყოფმა კი - ხშირად გაანიავოს ოთახი, სადაც იმყოფება ტუბდაავადებული. როგორ არ ვრცელდება ტუბერკულოზი? პაციენტი, რომელიც არ გამოყოფს დაავადების გამომწვევს, არ არის გამავრცელებელი, ანუ ეპიდემიოლოგიურად საშიში. ტუბერკულოზი არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო მოხმარებისს ნივთებით, მაგ: ჭურჭელი, თეთრეული, წიგნები, დაავადებულის სიგარეტის მოწევით და კოცნით. კარგად განიავებულ შენობებში და შენობებს გარეთ ინფიცირების რისკი მინიმალურია. დამახასიათებელი ნიშნები: შემთხვევათა 90%-ში დაავადებისას აღინიშნება 1 სიმპტომი მაინც, მაგრამ ზოგ შემთხვევაში უსიმპტომოდაც. ტუბერკულოზის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: 2-3 კვირაზე ხანგრძლივი ხველა ნახველით, ზოგჯერ სისხლითაც 1 კვირაზე ხანგრძლივი ტემპერატურის მატება და შემცივნება ტკივილი გულ-მკერდის არეში წონაში მკვეთრი კლება უმადობა მუდმივი სისუსტე, ადვილად დაღლა მცირე დატვირთვის დრო მომატებული ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით როგორ ავიცილოთ დაავადება? დაავადების აცილება შესაძლებელია, თუ: 1. ინფიცირებული პირი ეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს 2. განუწყვეტლივ აკონტროლებს დაავადებას 3. ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგია 1993 წელს მსოფლიოში ჩამოყალიბდა ტუბერკულოზთან ბრძოლის DOTS სტრატეგია (უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობის მოკლე კურსი), ხოლო საქართველოში 1996 წელს დაინერგა. ეს სტრატეგია ყველაზე ეფექტურ და ეკონომიკურად გამართლებულად ითვლება. წარსულში, როდესაც არ იყო მედიკამენტები, დაავადების მკურნალობა მიმდინარეობდა ხანგრძლივად საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში, რაც მიმართული იყო მხოლოდ იმუნიტეტის ასამაღლებლად, რათა ორგანიზმი თვითონ შებრძოლებოდა დაავადებას. დღეისათვის ეს სტრატეგია დანერგილია 180-ზე მეტ ქვეყანაში და მისი ძირითადი მიზანია: ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის შემცირება. რა განსხვავებაა ბავშვთა და მოზრდილთა ტუბერკულოზს შორის? ბავშვთა იმუნიტეტი სუსტია, ამიტომ დაავადების განვითარების რისკი უფრო დიდია, ვიდრე მოზრდილებში. ბავშვებში ჭარბობს ფილტვგარეშე ტუბერკულოზი, ამიტომ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ისინი ნაკლებად საშიშნი არიან. ამავდროულად, ამ ასაკში დროული მკურნალობის შემთხვევაში საუკეთესო შედეგი მიიღება. როგორ მკურნალობენ ტუბერკულოზს? ტუბერკულოზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფთიზიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება. მედიკამენტების მიღების დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში იგი აღარ გამოყოფს მიკრობაქტერიებს და აღარაა საშიში გარშემომყოფებისთვის. თერაპიის დაწყებიდან 6-8 თვეში, მკურნალობის კურსი მთავრდება და პაციენტი ინკურნება. თუ ტუბდაავადებული არასწორად მკურნალობს, საერთოდ არ იტარებს მკურნალობას, ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე წყვეტს წამლების მიღებას, ვითარდება ქრონიკული ტუბერკულოზი, რომლის მკურნალობაც ხანგრძლივია, ძვირადღირებული და ზოგჯერ უშედეგოც. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გამოყოფს ისევ ბაქტერიებს და სერიოზულ საშიშროებას უქმნის საზოგადოებას. საზოგადოების როლი ტუბერკულოზთან ბრძოლაში 1. საზოგადოებამ უნდა შეძლოს დაეხმაროს ტუბდაავადებულებს დაავადებასთან ბრძოლაში 2. საზოგადოებამ უნდა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ, რომ აიცილოს ამ დაავადების განვითარება 3. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს აქტივობა ტუბერკულოზის დროული გამოვლენის შესახებ 4. საზოგადოების წარმომადგენლები მოხალისეებად უნდა ჩაერთონ ინფორმაციის გავრცელებაში 5. ბავშვთა ტუბერკულოზის პრევენციასა (თავიდან აცილების) და დროული გამოვლენაში, დაავადებული ბავშვის თანადგომაში
Subscribe to:
Posts (Atom)
